ძველი თბილისი

                                                   

                                                                           თბილისი

თბილისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. ქალაქის XIX საუკუნემდელ ნაწილს დღეისთის თითქმის აღარ მოუღწევია 1795 წელს სპარსელების შემოსევის გამო. თბილისი, საქართველოს დედაქალაქია,  თბილისი მდებარეობს კავკასიის ცენტრში. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ისტორიულ-გეოლოგიური თვალსაზრისით თბილისი და მისი მიდამოები წარმოადგენს  ე.წ.მესამეული ეპოქის ზღვის ფსკერს. კავკასია ოდესღაც ზღვით ყოფილა დაფარული. იმ გეოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც კაინოზოურს უწოდებენ დაიწყო მთების შექმნის ინტენსიური, მაგრამ ხანგრძლივი პროცესი. ამის შედეგად გაჩნდა  ის მთებიც, რომელიც თბილისის გარშემო მდებარეობს.

   თბილისი 3 ქალაქისგან შედგებოდა : ტფილისი; კალა, ისანი. ქალაქს მდინარე მტკვარი ორ ნაწილად ყოფს. ისტორიკოსისი აღწერით მე–6 საუკუნის მე–2 ნახეარში დასახლება მდ. მტკვარს ორივე ნაპირზე არსებობდა. არქეოლოგიური მასალა მიგვანიშნებს, რომ პირველი დასახლებები ქალაქის ტერიტორიაზე ენეოლითის ხანაში, ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულებში გაჩნდა. ძველთაგანვე დასახლებული იყო მტკვრის მარცხენა ნაპირიც-ისანი (დღევანდელი ავლაბარი). სამეფო სასახლე ისანში იყო. ისანი-სახელწოდება ,,ისანი“ არაბული წარმოშობისაა და გამაგრებულ ადგილს, ციხეს ნიშნავს. დღეს შეუძლებელია ისნის ციხის გეგმარების და საერთო სახის ზუსტი აღდგენა.

სახელწოდება,,ტფილისი’’ პირველად ,,ქართლის ცხოვრებაში’’ ქართლის პირველი მეფის – ფარნავაზის, შესახებ თხრობისას გვხვდება ( ძვ.წ. მე–3 საუკუეე) . ,,და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა..’’ ტფილისიდან  გავრცელდა ქალაქის  სახელწოდება სხვა ენებშიც: ბერძნები მას ,,ტიფლისს’’ უწოდებდნენ, არაბულ–თურქულ–სპარსულ წყაროებში გვხვდება ,,თიფილ’’, სომხურ წყაროებში მე–7 საუკუნის დამდეიდან იხსენიეაბა ,,ტფხიქ’’–ად, მოგვიანებით ,,თიფლიღ’’–ად. რუსები კი ,,ტიფლისს ‘’ ეძახდნენ. ფორმა ,,თბილისი’’ პირველად მოხსენიებულია მე–17 საუკუნის პოემა ,,შაჰნავაზიანში’’

  მე–4 საუკუნის რომაელი გეოგრაფის, კასტორიუსის, მიერ შედგენილი მსოფლიო რუკაზე დატანილ დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებს შორის, არმაზის ციხის სიახლოს, აღნიშნულია სადგური PHILADO ( ფილადო) , რაც TPILDA-ს  ( ტფილდა) დამახინჯებუი ფორმაა. ეს პუნქტი მდებარეობითაც და სახელწოდებითაც სწორედ თბილისი უნდა იყოს. ამ რუკის დანიშნულება კი მოგზაურებისა და ვაჭრებისათვის გზების მიმართულებს მიცემაა.

P.S. წერილობითი წყაროები, არქეოლოგიური მაასალები

მე–5 საუკუნისთვის საქართველოში ქალაქებს შორის პირველობდა მცხეთა. ის სატახტო ქალაქი იყო და საამისოდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა. მცხეთაზე გადიოდა სავაჭრო – სატრანზიტო გზა. აქ იყო საეკლესიო ცენტრიც. მაგრამ ძველი სატახტო ქალქი ნელ–ნელა თმობდა პოზიციებს. ,,მცხეთაი ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაი განდიდდებოდა’’. საბოლოოდ, მცხეთამ მეტოქეობას ვერ გაუძლო და დედაქალაქი თბილისი გახდა.

თბილისის დაარსების არაერთი ლეგენდა მე–5 საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფეს , ვახტანგ პირველ გორგასალს უკავშრდება.

 ერთ დროს თბილისი და მისი მიდამოები ტყით ყოფილა მოცული. ერთხელ აქ ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. მეფისა და მისი ამალის მწევრებმა ხოხობი ააფრინეს. მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა და ორივე ფრინველი მალე თვალს მიეფარა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მეფემ და მისმა მხლებლებმა ნახეს, რომ ორივე ფრინველი ცხელ გოგირდოვან წყაროში ჩავარდნილიყო. ამ ტერიტორიაზე ბევრი ასეთი სამკურნალო წყარო იყო. ვახტანგ მეფეს მოეწონა ეს ადგილი და ქალაქის აშენება გადაწყვიტა. სახელად კი თბილი წყლების გამო თბილისი უწოდა.

არსებობს ისტორიკოსი ჯუანშერის ცნობა: ,,ვატანგ მეფე აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა და საფუძველო ოდენ დაედვა’,მაგრამ მს არ დასცალდა. 502 წელს სპარსელებთან ერთ–ერთი ბრძლოლის დროს მეფე სასიკვდილოდ დაიჭრა  და მისი დაწყებული საქმე , მამის ანდერძისამებრ, მეფე დაჩიმ დაასრულა; მან ქალაქის შემოზღუდვა გააგრძელა და სამეფო  ტახტი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. ,,და განასრულა ზღუდენი ტფილისისანი, და ვითარ ებრძანა ვახტანგს, იგი შეიქმნა სახლად სამეუფოდ’’.

                                                               

                                                               ნარიყალა

ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. არსებობს მოსაზრება, რომ ,,კალა’’ არაბული სიტყვაა და ციხეს ნიშნავს. თუმცა იგივე სიტყვა, ქვას, კლდესაც ნიშნავს. თბილისი ციხე ხომ კლდოვან ადგილზე აგებული. კალას ციხის ფერდობზე შეფენილ სამოსახლოს ,,კლდისუბანი ‘’  ეწოდებოდა. მე–5 საუკუნეში იგი ქალაქის ცენტრადაც ითველბოდა. ტერმინი ნარიყალა პირველად მე–17 საკუნეში გვხვდება.

    საუკუნეთა მანძილზე თბილისი და მისი დედაციხე მრავალჯერ დაანგრია მტერმა. ასევე ბევრჯერ აღდგა იგი და ცხადია, დანგრეულ ძველ ნაგებობათა ადგილას იგებოდა ახალი, რის შედეგადაც ზოგჯერ მთლიანად ისპობოდა ძველი შენობის კვალი.      

   თბილისის დედაქალაქად გადაქცევის შემდეგ ნარიყალის ციხე არაერთი თავდასხმისა და შემოოსევის საგნად იქცა. V – საუკუნეში ნარიყალა და თბილისი დაუნგრევიათ სპარსელებს. ნარიყალას ციხეს ვერაფერი დააკლო ბიზანტიელმა იმპერატორმა ჰერაკლემ, 627 რომელმაც თავისი ლაშქრის დიდი ნაწილი შესწირა ციხის აღებას, მაგრამ ვერაფერი დააკლო. რის შემდეგადაც ჰერაკლემ ციხის აღება დაავალა ადარნასე ერისმთავარს, რომელმაც ციხის თავი მოტყუებით შეიპყრო.   არაბთა საქართველოში ბატონობისას, VII საუკუნეში, ნარიყალა არაბთა მფლობელობაში იყო. შემდგომში ციხე გამოიხსნა დავით აღმაშენებელმა 1122 წელს.    ნარიყალა მონღოლების დროსაც იქნა დარბეული. სწორედ მონღოლებმა შეარქვეს “ნარინ ქალა”, ანუ პატარა ციხე.  1386 წელს თემურ-ლენგმაც მიწასთან გაასწორა ციხე. XVII საუკუნეში სპარესელების ბატონობის დროს საქართველოში თბილისის დედაციხეც მათ ხელში იყო. ამავე საუკუნეში ციხე შეუკეთებია როსტომ-ხანს, რომელსაც ასევე სპასრული გარნიზონებით გაუძლიერებია ციხე. 1747 წელს მეფე ერეკლე II-მ ნარიყალა გაათავისუფლა საპარსელებისგან, მაგრად ეს თავისუფლება დაამთავრდა 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს.   1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

თბილისის დედაციხის ტერიტორიაზე ადრეფეოდალური ნაგებობებიდან მხოლოდ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდგარი კოშკებია შემორჩენილი, რომელიც თლილი კვადარატული ქვებით არის ნაგები და ვახტანგ გორგასლის ეპოქით თარიღდება.

   ნარიყალის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩნდა გუმბათიანი ტაძრის ნაშთი. ეს ტაძარი თავისი გეგმით თითქმის სრული ანალოგი ყოფილა მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდგომი მეტეხის ტაძრისა. ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის დედაციხეში მდგომ ეკლესიას წმ. ნიკოლოზის სახელობისად მიიჩნევს. წმ. ნიკოლოზის ტაძარი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული და მიწით დაფარული. თხრის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტაძარი ნაგები იყო ქვისა და აგურის წყობით, კირის ხსნარზე. კედლები შემოსილი ჰქონია თლილი ქვის პერანგით, რომლის დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ორნამენტებით იყო შემკული. ვახუშტის გეგმაში ტაძარი ჯვრის ტიპის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის შიდა კედლები ჩანს, ფრესკებითი იყო მოხატული. 90-იან წლებში წმ. ნიკოლოზის ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. ამჟამად ეკლესია თავიდან ბოლომდე აღდგენილია.

 შუა საუკუნეების ციხესიმაგრეშ იყო არა მხოლოდ წმ. ნიკოლოზის ეკლესია, არამედ მეფის სასახელც.

                                                            

                                                       

                                                             ქარვასლა

მე– 5 საუკუნიდან თბილისი თნდათანობით მნიშვნელოვან სავაჭრო – სახელსნო ცენტრად იქცა.  თბილსი  სამხრეთ კავკასიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო–სატრანზიტო ცენტირი გახდა.  ამ დროიდან ჩნდება ფუნდუკები – სასტუმრო სახლები მგზავრებისა და ქარავნებისთვის. ფუნდუკებთან გაუხსნიათ სასნეულოები, რომლებიც ერთგვარი  კარანტინის როლს ასრულებდა და ქვეყანას იცავდა ეპიდემიისაგან. ამ დროსითვის უკვე არსებოდბდა ექიმის პროფესია. სიტყვა ფუნდუკი მე–13 საუკუნიდან შეცვალა ქარვასლამ.

ქარვასლა (სპარს. كاروان [ქარვან] და თურქ. Saray [სარაი] სასახლე) — თურქულ ენებზე ქარავნის სახლს ნიშნავს — დიდი სახალხო დაწესებულება აზიის ქალაქებში, გზებზე და დაუსახლებელ პუნქტებში, რომელიც მოგზაურთა, როგორც წესი, სავაჭრო ქარავნების ღამის სათევი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ატარებდა.

ქარვასლები ზოგჯერ საკმაოდ ფუფუნებით მოწყობილი, თუმცა უფრო ხშირად ძალიან მარტივი და მოუწყობელი შენობები იყო, სადაც მოგზაურებს თავად უნდა ჰქონოდათ საწოლი ხალიჩები და სურსათი თავიანთთვის და მათი პირუტყვისთვის. მსხვილ ქალაქებში ქარვასლა სრულფასოვან თანამედროვე სასტუმროს ჰგავდა, დამატებითი მომსახურებით – კვებით, აბანოებით, ფულის გაცვლის პუნქტებით და მისთ. სავაჭრო გზებზე კი ეს იყო მარტივი კონსტრუქციის ოთხუთხა ნაგებობა შუაში ეზოთი და მის ცენტრში კი ჭით. შენობის გარე კედლები როგორც წესი გამაგრებული იყო ავაზაკთა თავდასხმის ან ალყის მოკლე ხნით მოგერიებისთვის.

    თბილისის ქარვასლები ძირითადად კალაში, დაახლოებით სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. შემორჩენილთაგან უმრავლესობა XIX საუკუნის შუა ხანასა და II ნახევარშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება. შიდა ეზოსკენ შენობა ყველა მხრიდან რკინისა ან ხის აივნებით არის მიმართული. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო გამართული. ნაგებობებს განასხვავებს ზომა, სართულიანობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა.

   XIX საუკუნის თბილისში მრავალი მხრიდან ჩამოსული ვაჭრები გასაყიდად ჩამოტანილ საქონელს ქარვასლების საწყობებში აბინავებდნენ, პირუტყვებისათვის კი საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი ქარვასლის სიახლოვეს. პირუტყვებისათვის გასაჩერებელ ვრცელ ადგილს წარმოადგენდა ე.წ. “ბზის (თივის) მოედანი” ან “ბაზარი”. მოედანი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რიყის სამხრეთ ნაწილში ავლაბრის ხიდთან მდებარეობდა. მოედანზე გასაყიდად თივის ზვინები იყო მომარაგებული. აქედან მოდის მოედნის სახელიც. ანალოგიური სახელწოდების ადგილები რუსეთის იმპერიის ქალაქებშიც იყო, კერძოდ, პეტერბურგში.

   შარდენის (1671 წ.) თქმით, “თბილისში არის საუცხოო საზოგადო შენობები; ბაზრები, ე.ი. სავაჭრო ადგილები ფართოა, აგებულია ქვისგან და კარგად მოვლილი, იგივე შეიძლება ითქვას ქარვასლებზე, იმ სადგომებზე, რომლებშიც უცხოელები ჩერდებიან.”
1836 წელს გამოსული ოფიციალური კრებული ასეთ ცნობებს შეიცავს თბილისის ქარვასლების შესახებ: “ქარვასლების სახელით ცნობილია гостинный двор, რომელსაც იყენებენ ჩამოტანილი საქონლის საწყობად. მაგრამ, ამას გარდა დუქნებს, რომლებიც ქარვასლებში, ბაზრებსა ან მოწყობილი, ბევრი ვაჭარი და ხელოსანი საცხოვრებლადაც იყენებს წელიწადის ყოველ დროს. ქარვასლებში ხელოსნები ზამთარშიაც ღია ცის ქვეშ საქმიანობენ, ოღონდ იქვე ანთებული მაყალი უდგიათ”. ამგვარად, ქარვასლებში ადგილობრივი ვაჭარ-ხელოსნებიც ბინადრობდნენ და უცხოელი სოვდაგრებიც თავიანთი ჩამოტანილი საქონელითა და ქარავანებით. აქვე იდებოდა სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებები, აქვე ხდებოდა შეთანხმება ფასების აწევა-დაწევის თაობაზე, ე.ი. XIX საუკუნის თბილისში ქარვასლას იმგვარივე ფუნქცია ჰქონდა, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად ირანში

   შემორჩენილთაგან უძველესია ე.წ. არწრუნის ქარვასლა (სიონის ქ. N8). ა    ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თეკლეს ქარვასლის სახელით ცნობილი ნაგებობა (სიონის ქ. N13/40). იგი 1795 წელს სპარსელებისგან დანგრეული “მეფის ფუნდუკის” ადგილას არის აშენებული და ერეკლე მეფის ასულს თეკლე ბატონიშვილს ეკუთვნოდა.      

    შადინოვების ქარვასლა აშენდა ოცდაათიანი წლბის დსაწყიში (არქიტექტორი დემოდოვი). იგი მდებარეობდა სიონის აღმოსავლეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მოსახვევში, დღევანდელი ბამბის რიგის გაყოლებაზე. შადინოვების ქარვასლა “ვირის ხიდის” საშუალებით უკავშირდებოდა ზუბალაშვილების ქარვასლას და, პრაქტიკულად, ერთიან კომპლექსს ქმნიდა მასთან. ზუბალაშვილების ქარასლა 1844 წელს აიგო. იგი გუმბათიანი ქარვასლის ტიპს წარმოადგენდა.

                                                           ზარაფხანა

   მე–6 საუკუნის ბოლომდე თბილისში ამოქმედდა ზარაფხანა (. საწარმოს, სადაც მონეტის მოჭრა წარმოებდა, ზარაფხანა ეწოდება.) , მოიჭრა მოენეტა, ე.წ. ქართულ–სასანიური დრაჰამ, რომელზეც ჯვარიც იყო გამოსახული. მოჭირილ იყო გურგენის, ვახტანგის, სტეფანოს I და სტეფანოს II დრამები. აქ იჭრებოდა სპილენძის , ვერცხლის, ოქრის მონეტები. ძველი ზარაფხანა, სავარაუდოდ, მეტეხის ხიდთან იდგა. თბილისში ზარაფხანამ 11 საუკუნეზე მეტხანს იმოქმედა.

  ძველ საქართველოში ათზე მეტი ზარაფხანა მოქმედებდა; აღსანიშნავია, რომ ამ ზარაფხანების დიდი უმრავლესობა უშვებდა მრავალფეროვან, მაგრამ ძირითადად ეროვნული ხასიათის პროდუქციას. საქართველოში საკუთარი ფულის მოჭრის უფლებით სარგებლობდნენ არა მარტო „მეფეთა მეფენი“, არამედ ცალკე გავლენიანი ფეოდალებიც.

      უძველესი ქართული მონეტის – „კოლხური თეთრის” – ზოგიერთი სახეობა

ძვ. წ. VI ს-ით თარიღდება. პირველი მონეტები კი გაჩნდა  ძვ. წ. აღ. VIII- VII სს-თა მიჯნაზე  ამრიგად, კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული კერაა. ტერმინი მონეტა ძველ ქართულ წყაროებში არ იხსენიება. თავდაპირველად სიტყვა ,,მონეტა ‘’ ქალების მფარველი რომაელი ღვთაების იუნონას ერთ–ერთი ეპითეტი იყო და ნიშნავდა დამრიგებელს, მოძღვარს.  კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე იუნონას ტაძარში დააკანონეს ლითონის ფულის მოჭრა და  შემდეგ ფულს, ღვთაების საპატოვსაცემოდ, მონეტა ეწოდა.

    მსოფლიოში ყველზე მძიმე მონეტა დამზადებულია კანადაში. მისი წომა 100 კილოგრამია, დიამეტრი 50 სანტიმეტრი, სისქე – 3 სანტიმეტრი. მონეტა მთლიანად ოქროსგანაა დამზადებული და მისი ღირებულება 1 მილიონ კანადურ დოლარს შეადგენს.

 

http://dzvelitbilisi.wikispaces.com/

http://www.youtube.com/watch?v=bVTGTMHSwhk

http://www.youtube.com/watch?v=51doPzfKxr8

Advertisements
გალერეა | This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s